ალუბლობა
ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი
თავფურცელი . ისტორია . სპონსორი . ორგანიზატორი . კონტაქტი


"ალუბლობა 2006"

მონაწილეები . გამარჯვებულები . ფოტოარქივი

გამარჯვებულთ ნამუშევრები: / PDF /

გასულ წელთან შედარებით, გაფართოვდა მონაწილეთა გეოგრაფია (თბილისი, მარნეული, თეთრიწყარო, საგარეჯო, გორი, ხულო, ჩოხატაური, გარდაბანი, ვანი, ზუგდიდი, ქუთაისი, ხონი, ოზურგეთი, მარტვილი, ახმეტა, აბაშა, ჩოხატაური, ცაგერი, თელავი, ხაშური, ბაღდათი, გურჯაანი, რუსთავი, სიღნაღი, ზესტაფონი, ყვარელი, ნინოწმინდა (მონაწილე სომეხი ეროვნებისაა), ბათუმი, ფოთი, სენაკი, საჩხერე. ა.შ. მონაწილეები არიან, როგორც რაიონული ცენტრებიდან, ასევე სოფლებიდან).

კონკურსზე შემოსული მასალა განიხილა და შეაფასა გადამრჩევმა კომისიამ. გამოვლინდა მეორე ეტაპზე გასული ნამუშევრები. მომზადდა ჟიურისათვის გადასაცემი პაკეტი.

2006 წლის 21 დეკემბერს, ხუთშაბათს, 17 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი"-ს საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა მოზარდთა ლიტერატურული კონკურსის - "ალუბლობა 2006"-ის გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოება და წიგნის - "ალუბლობა 2006" პრეზენტაცია.

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" დააჯილდოვა 30-მდე მონაწილე, რომელთათვისაც გათვალისწინებულია ერთწლიანი სტიპენდიები, ფულადი პრემიები და საჩუქრები.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი და სამახსოვრო საჩუქარი.

ახალი ამბები ››
ალუბლობა 2009 ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფულადი ჯილდოები, პრიზები, ჰონორარები, კონკურსის კრებულის გამოცემის თანხა მთლიანად გაიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
20/12/2009
13.00 სთ.
თავისუფალი დასწრება
გამარჯვებულების და ნომინანტების საზეიმო დაჯილდოება, აგრეთვე ალუბლობის ახალი კრებულის - "ალუბლობა 2009" პრეზენტაცია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზი.
19/12/2009
12.30 - 16.30 სთ.

მასტერკლასები კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთათვის
/ ლექტორები: მანანა ბეგიაშვილი, ბუბა კუდავა /
14.30 ლანჩი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზი.