ალუბლობა
მოზარდთა ლიტერატურული კონკურსი
თავფურცელი . ისტორია . სპონსორი . ორგანიზატორი . კონტაქტი


"ალუბლობა 2009" მონაწილეობის წესები >>>
 

კავშირი "ახალი ხელოვნება" და "ელიტ ელექტრონიქსი"
ლიტერატურული კონკურსი
"ალუბლობა 2009"

კონკურსში მონაწილეობის პირობები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-21 წლის ახალგაზრდებს (2009 წლის 1 იანვრისთვის მონაწილის ასაკი არ უნდა იყოს 15 წელზე ნაკლები და 21 წელზე მეტი).
- კონკურსზე მიიღება ქართულ ენაზე შექმნილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, ზღაპარი, ლექსი).
- კონკურსში მონაწილეობა ავტომატურად გულისხმობს ავტორის თანხმობას ნამუშევრის კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ყველა პუნქტში გამოყენებასა და გამოცემაზე.
- შემოსული მასალა ავტორს არ უბრუნდება.
წესები
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევარი.
- კონკურსზე არ მიიღება სხვა კონკურსში გამარჯვებული ან ნომინირებული ნაწარმოები.
- გამოგზავნილი მასალის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდი თაბახის რვა გვერდს.  მასალას დაურთეთ CD დისკზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსია
(გაითვალისწინეთ ბეჭდვის ფორმატი - AcadNusx, ზომა: 12.).
- ხელნაწერი მიიღება გამონაკლის შემთხვევაში.
- მასალაზე მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი.
- ნაწარმოებთა თემატიკა კონკურსზე არ არის შეზღუდული, თქვენ მიერ გამოგზავნილი ნაწარმოები შეიძლება იყოს სოციალური, იუმორისტული, ეკოლოგიური, სათავგადასავლო, ფანტასტიკური, სასიყვარულო ან სხვა ჟანრის.
კონკურსის მსვლელობა და გამარჯვებულების გამოვლენა
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - შესარჩევი ტური და გამარჯვებულების გამოვლენა.
- შემოსულ მასალს განიხილავს, გადაარჩევს და ჟიურისათვის გადასაცემ პაკეტს შექმნის სპეციალური კომისია.
- გადამრჩევი კომისიისა და ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გასულთა სია გამოქვეყნდება "ალუბლობის" ვებგვერდზე და გაზეთ "ახალ განათლებაში".
- კონკურსზე შემოსული საუკეთესო ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად „ალუბლობა 2009“. კრებულში შესულ ნაწარმოებზე არ არის გათვალისწინებული ჰონორარი.
- კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
- გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე წიგნის "ალუბლობა 2009" პრეზენტაცია მოხდება დაჯილდოების ცერემონიაზე.
მონაწილეებთან ურთიერთობა კონკურსის მსვლელობის პროცესში
- კონკურსის მსვლელობის პროცესში კონკურსის საინიციატივო ჯგუფი კატეგორიულ უარს აცხადებს იქონიოს რაიმე სახის (სატელეფონო ან პირადი) ურთიერთობა კონკურსში მონაწილეებთან, მათ მშობლებთან, სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან.
- დასკვნითი ღონისძიების გამართვის ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება
"ალუბლობის" და "ელიტ ელექტრონიქსის" ვებგვერდებზე, გაზეთ "ახალ განათლებაში" და მედიის სხვა საშუალებებით.
- 2009 წლის აპრილში დასაშვებია საინიციატივო ჯგუფისაგან ინფორმაციის მიღება ტელეფონის საშუალებით.
როგორ გავგზავნოთ ნამუშევრები?
- ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ "ალუბლობის"
საფოსტო ან ელექტრონულ მისამართზე:
თბილისი, 0105, ორბელიანის ქ. #31, / New Art /, 

info@alubloba.org.ge და alubloba@gmail.com

გაგზავნოთ ან მიიტანოთ წიგნის მაღაზიებში:
"პარნასი" - თბილისი, 0105, ლესელიძის ქ. #33,
"წიგნის სახლი" - თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზირი #31,
"სანტა ესპერანსა" - თბილისი, 0102, სანკტ-პეტერბურგის ქ. #12.

ასევე, ნამუშევრები შეგიძლიათ მიიტანოთ "ელიტ ელექტრონიქსისა" და "ელიტელის" ნებისმიერ მაღაზიაში რომელიმე მისამართზე:

"ელიტ ელექტრონიქსისი":
თბილისი, ყაზბეგის #24 ვაჟა-ფშაველას #21;; ხიზანიშვილის #3; წერეთლის #27/3 აგლაძის #7ა; აღმაშენებლის #91; აღმაშენებლის #146; მარჯანიშვილის #19; ვეკუას #3; წერეთლის #143; კერესელიძის #1; ქ. წამებულის #47; კახეთის გზატკეცილი #44; გურამიშვილის 9; ლილოს ბაზრობა; ქ. წამებულის #91-ის მოპირდაპირე მხარე
ბათუმი, იმნაძის #6; აღმაშენებლის #50ა; ერას ქ. #91; გამსახურდიას #47;
ქუთაისი, რუსთაველის #95;
ჭავჭავაძის #78/88; ფარნავაზის #55;
ქობულეთი, აღმაშენებლის #112ბ;
გორი, გურამიშვილის #71;
თელავი, ალაზნის #3;
ხაშური, რუსთაველის #2;
ზესტაფონი, აღმაშენებლის #85;
ზუგდიდი, კ. გამსახურდიას #24;
სენაკი, რუსთაველის #166;
ფოთი, რუსთაველის რკალი #5;
რუსთავი, შარტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორია
კასპი, სტალინის #40ა;
წნორი, სტალინის #7;
ლაგოდეხი, ზაქათალის ქუჩა;
დედოფლისწყარო, რუსთაველის #19;
საჩხერე, კოსტავას #11ა;
ვანი, თავისუფლების #4;
ჭიათურა, ნინოშვილის #13;
მარნეული, 26 მაისის #21;
საგარეჯო, აღმაშენებლის #39.

"ელიტელი"
თბილისი, კოსტავას #23; ჯავახეთის #49;
თამარაშვილის #19; ვაჟა-ფშაველას #136; კინო საქართველო;
ბათუმი, რუსთაველის #41/45; ჭავჭავაძის #15; პუშკინის #132; ერას #66;
ქუთაისი, ჭავჭავაძის #2;
ხაშური, იმერეთის გზატკეცილი;
ქობულეთი, აღმაშენებლის #2;
ზუგდიდი, მეუნარგიას #2.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 29 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 987544; 899 260402
(11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე) კვირა დღის გარდა,

გისურვებთ წარმატებებს!

"ალუბლობა 2009" პრესრელიზი >>>

       

 счетчики посещений сайта

ახალი ამბები ››
13/11/2008
ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" გამოცხადება.
15-16/12/2007

2007 წლის 15-16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში - განახლებულ "მოზარდში"
/თბილისი, დ.  აღმაშენებლის 99/1 / გაიმართება "ალუბლობა 2007"-ის დახურვის ღონისძიება.
18/10/07
2007 წლის 18 ოქტომბერს გამოვლინდა "ალუბლობა 2007" მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთა სია
15/06/07

2007 წლის 15 ივნისს, ეწყობა მოზარდთა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2007"-ის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე სიმბოლურად გაიხსნება ალუბლობის საფოსტო ყუთი. ასეთი ყუთები განთავსებული იქნება "ელიტ ელექტრონიქსის" და "ელიტელის" მაღაზიათა ქსელში, ასევე თბილისის წიგნის მაღაზიებში, სადაც ნებისმიერ მოზარდს შეეძლება ნამუშევრის გამოგზავნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ ნამუშევრების გამოგზავნა ელექტრონულ მისამართებზე:
info@alubloba.org.ge
alubloba@gmail.com
სრული ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ვებგვერდის გარდა შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ბუკლეტებში, რომელიც ხელმისაწვდომია "ელიტ ელექტრონიქსის" და "ელიტელის" მაღაზიათა ქსელში და თბილისის წიგნის მაღაზიებში. ბუკლეტები ასევე გავრცელდება გაზეთ ,"ახალი განათლების" საშუალებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ღებულობს.

სიახლე კონკურსზე
წელს კონკურსის ფორმატი გაფართოვდა და პროზაულ ნამუშევრებთან ერთად ლექსებიც მიიღება.

21/12/06
2006 წლის 21 დეკემბერს, ხუთშაბათს, 17 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა მოზარდთა ლიტერატურული კონკურსის - "ალუბლობა 2006"-ის გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოება და წიგნის - "ალუბლობა 2006"-ის პრეზენტაცია
09/09/06

"ალუბლობა 2006"
2006 წლის 31 ივნისისთვის მოზარდთა ლიტერატურულ კონკურსზე "ალუბლობა 2006"
შემოვიდა 327 მონაწილის
1000-ზე მეტი ნამუშევარი.

16
/05/06
"ალუბლობა 2006"
მოზარდთა ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს "ალუბლობა 2006".
კონკურსი ტარდება მეორედ.