ალუბლობა
მოზარდთა ლიტერატურული კონკურსი
თავფურცელი . ისტორია . სპონსორი . ორგანიზატორი . კონტაქტი


"ალუბლობა 2009" პრესრელიზი >>>

პრესრელიზი

ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი
"
ალუბლობა 2009"

2008 წლის 13 ნოემბერს, 12.00 სთ-ზე ყაზბეგის გამზ. #24 - ში კავშირი "ახალი ხელოვნება" / NEW ART / და კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" გმოაცხადებენ ნამუშევრების მიღებას ლიტერატურულ კონკურსზე "ალუბლობა 2009".

"ალუბლობა" არის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის (პროზასა და პოეზიაში).

წელს კონკურსი ცხადდება 15-21 წლის ახალგაზრდებისათვის.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2008 წლის 29 დეკემბრამდე "ელიტ ელექტრონიქსისა" და "ელიტელის" ნებისმიერ მაღაზიაში საქართველოს მასშტაბით, ასევე წიგნის მაღაზიებში: "პარნასი", "წიგნის სახლი", "სანტა ესპერანსა". მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრები აგრეთვე შეუიძლიათ გამოგზავნონ "ალუბლობის" საფოსტო ან ელექტრონულ მისამართზე:

თბილისი, 0105, ორბელიანის ქ. #31, / NEW ART /
info@alubloba.org.ge
ან alubloba@gmail.com

კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2009 წლის გაზაფხულზე. გამოვლენილ გამარჯვებულებს "ელიტ ელექტრონიქსთან" ერთად დააჯილდოებენ სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

საუკეთესო ნაწარმოებების კრებულს კავშირი "ახალი ხელოვნება" და კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" გამოსცემს წიგნად - "ალუბლობა - 2009". ყოველწლიური კრებულის გამოცემის გარდა დაგეგმილია ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) წიგნის - "ალუბლობის რჩეული" - გამოცემა, სადაც შევა 2005-2009 წლების მასალიდან თემატურად ყველაზე აქტუალური და ლიტერატურულად ღირებული ნამუშევრები.

სრული ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ განთავსებულია ვებგვერდებზე.

www.alubloba.org.ge და www.elitelectronics.ge

საკონტაქტო პირები:
ლიკა მეგრელაძე
ტელ: 987544;
მობ: 899 260402

ია გოგოლაძე
ტელ: 242 777; 48 77 77
მობ: 877 298058
Email. gogoladze_i@elitelectronics.ge

კონკურსის მოკლე ისტორია

მოზარდთა ლიტერატურული კონკურსი "ალუბლობა" პირველად ჩატარდა 2005 წელს. კონკურსზე შემოვიდა 407 მოზარდის 700-მდე ნამუშევარი თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, ასევე უცხოეთიდან (გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი). მონაწილეთა შორის იყვნენ არაქართველი მოზარდები (რუსი, სომეხი, ოსი, აზერბაიჯანელი).

2006 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი გახდა კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი". მნიშვნელოვნად გაფართოვდა კონკურსის გეოგრაფია. მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოზარდმა. გამარჯვებულები სტიპენდიებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა "ელიტ ელექტრონიქსმა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

2007 წელს საკონკურსოდ ლექსებიც მივიღეთ, რამაც მონაწილეთა რიცხვი საკმაოდ გაზარდა (შემოვიდა 800-ზე მეტი მონაწილის 2000-მდე ნამუშევარი). ამავე წელს კონკურსის დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში დასკვნით ეტაპზე გასული 250 მონაწილეთათვის ჩატარდა მასტერკლასი პროზასა და პოეზიაში. კომპანია "ელიტ ელექტრონიქსიმა" სტიპენდიები გადასცა და დააჯილდოვა პრიზიორები და ნომინანტები. ხოლო დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მეორე ეტაპზე გასულ ყველა მონაწილეს.

გამოცემულია 2005, 2006 და 2007 წლის საუკეთესო ნამუშევართა კრებულები.

კონკურს "ალუბლობის" ზოგადი მნიშვენლობა!
"ალუბლობა" - ადგილი, სადაც ერთმანეთს ვუსმენთ!

"ალუბლობას" უკვე თავისი ისტორია, სახე და ხასიათი აქვს. სამი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო მასალა დაგროვდა. ლიტერატურული ღირებულების გარდა ამ ახალგაზრდულ კონკურსს სხვა აქტუალური მიზანიც აქვს - თაობებს შორის, და თვით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის, გაუცხოების დაძლევა, "ალუბლობა" მოზარდებს თავიანთი ნააზრევის, სურვილების გამოთქმის, რეალიზაცის, თვითდამკვიდრების საშუალებას აძლევს, აღვივებს მათში ახალ ინტერესებს, და ბოლოს, აბრუნებს წიგნებთან.

კონკურსის მიზანია ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდობისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა, რათა შეძლონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციის რეალიზაცია, მათთვის აქტუალური პრობლემებისა და ღირებულებების წარმოჩენა; ახალგაზრდობის წიგნისაკენ შემობრუნება, ქართული ლიტერატურული ენით დაინტერესება; ლიტერატურული გემოვნების დახვეწა და, ამავდროულად, თანამედროვე თაობის ფასეულობათა გამოვლენა; საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდთა შორის ქართული ენის აქტუალობის წარმოჩენა, ქართველ თანატოლებთან სრულფასოვანი ინტეგრირება და სახელმწიფო ენის კარგად ცოდნის სტიმულირება.

უკვე არსებობს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების დაინტერესებისა და მოზიდვის ფაქტები.

ასევე გვაქვს არასრულწლოვან პატიმართა ჩაბმის პრეცედენტი. 2007 წლის კონკურსზე სპეციალური პრემია დებიუტისთვის გადაეცა სანდრო მაღალაშვილს არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებიდან.

"ალუბლობა 2009" მონაწილეობის წესები >>>

       

 счетчики посещений сайта

ახალი ამბები ››
13/11/2008
ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" გამოცხადება.
15-16/12/2007

2007 წლის 15-16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში - განახლებულ "მოზარდში"
/თბილისი, დ.  აღმაშენებლის 99/1 / გაიმართება "ალუბლობა 2007"-ის დახურვის ღონისძიება.
18/10/07
2007 წლის 18 ოქტომბერს გამოვლინდა "ალუბლობა 2007" მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთა სია
15/06/07

2007 წლის 15 ივნისს, ეწყობა მოზარდთა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2007"-ის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე სიმბოლურად გაიხსნება ალუბლობის საფოსტო ყუთი. ასეთი ყუთები განთავსებული იქნება "ელიტ ელექტრონიქსის" და "ელიტელის" მაღაზიათა ქსელში, ასევე თბილისის წიგნის მაღაზიებში, სადაც ნებისმიერ მოზარდს შეეძლება ნამუშევრის გამოგზავნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ ნამუშევრების გამოგზავნა ელექტრონულ მისამართებზე:
info@alubloba.org.ge
alubloba@gmail.com
სრული ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ვებგვერდის გარდა შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ბუკლეტებში, რომელიც ხელმისაწვდომია "ელიტ ელექტრონიქსის" და "ელიტელის" მაღაზიათა ქსელში და თბილისის წიგნის მაღაზიებში. ბუკლეტები ასევე გავრცელდება გაზეთ ,"ახალი განათლების" საშუალებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ღებულობს.

სიახლე კონკურსზე
წელს კონკურსის ფორმატი გაფართოვდა და პროზაულ ნამუშევრებთან ერთად ლექსებიც მიიღება.

21/12/06
2006 წლის 21 დეკემბერს, ხუთშაბათს, 17 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა მოზარდთა ლიტერატურული კონკურსის - "ალუბლობა 2006"-ის გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოება და წიგნის - "ალუბლობა 2006"-ის პრეზენტაცია
09/09/06

"ალუბლობა 2006"
2006 წლის 31 ივნისისთვის მოზარდთა ლიტერატურულ კონკურსზე "ალუბლობა 2006"
შემოვიდა 327 მონაწილის
1000-ზე მეტი ნამუშევარი.

16
/05/06
"ალუბლობა 2006"
მოზარდთა ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს "ალუბლობა 2006".
კონკურსი ტარდება მეორედ.