II ეტაპზე გასული მონაწილეები . გამარჯვებულები . ფოტოარქივი
წიგნი "ალუბლობა 2009": / PDF /
ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ”ალუბლობა 2009” გამოცხადდა 2008 წლის პირველ დეკემბერს. ინფორმაცია კონკურსის გამართვის შესახებ გავრცელდა კომპანია ”ელიტ ელექტონიქსისა” და ”ელიტელის” მაღაზიათა ქსელის, აგრეთვე გაზეთის ”ახალი განათლების” საშუალებით. ნამუშევრების მისაღებად გახსნილი იყო საფოსტო ყუთები "ელიტ ელექტრონიქსისა" და ”ელიტელის” მაღაზიებსა და წიგნის მაღაზიებში. ინფორმაციის გავრცელებასა და ნამუშევრების შეგროვებაში კონკურსს დახმარება გაუწიეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
კონკურსზე შემოვიდა
700-მდე მონაწილის 2000-ზე
მეტი პროზაული და პოეტური
ნამუშევარი საქართველოს ყველა რეგიონიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ბელგიიდან,
გერმანიიდან, რუსეთის ფედერაციიდან. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში
მონაწილეთა შორის იყო ორი ახალგაზრდა საინგილოდან, სამი ეროვნებით სომეხი
ნინოწმინდის
რაიონიდან,
და ერთი ეროვნებით გერმანელი,
რომელთაც ქართულ ენაზე შექმნილი
ნამუშევრები
წარმოადგინეს. კონკურსში მონაწილეთა შორის იყო ოთხი
მსჯავრდებული ახალგაზრდა.
კონკურსზე შემოსული მასალის გადარჩევის შედეგად გამოვლინდნენ მეორე ეტაპზე გასული
მონაწილეები.
მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეებს შორის კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და ნომინანტები და აგრეთვე მონაწილეები, რომელიც დაჯილდოვდნენ წამახალისებელი პრიზით.
2009 წლის
19 დეკემბერს
გაიმართა
მასტერკლასი
და ლექცია
მეორე ეტაპზე გასული
მონაწილეებისათვის, ხოლო 20
დეკემბერს - დაჯილდოების ცერემონია და
წიგნის
"ალუბლობა
2009" პრეზენტაცია.
