კონკურსში მონაწილეობის პირობები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-21 წლის ახალგაზრდებს (2009 წლის 1
იანვრისთვის მონაწილის ასაკი არ უნდა იყოს 15 წელზე ნაკლები და 21 წელზე მეტი).
- კონკურსზე მიიღება ქართულ ენაზე შექმნილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები (მოთხრობა,
ნოველა, მინიატურა, ზღაპარი, ლექსი).
- კონკურსში მონაწილეობა ავტომატურად გულისხმობს ავტორის თანხმობას ნამუშევრის
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ყველა პუნქტში გამოყენებასა და გამოცემაზე.
- შემოსული მასალა ავტორს არ უბრუნდება.
წესები
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევარი.
- კონკურსზე არ მიიღება სხვა კონკურსში გამარჯვებული ან
ნომინირებული ნაწარმოები.
- გამოგზავნილი მასალის საერთო მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს ნაბეჭდი თაბახის რვა გვერდს. მასალას დაურთეთ CD დისკზე
ჩაწერილი ელექტრონული ვერსია
(გაითვალისწინეთ ბეჭდვის ფორმატი - AcadNusx, ზომა:
12.).
- ხელნაწერი მიიღება გამონაკლის შემთხვევაში.
- მასალაზე მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი,
საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი.
- ნაწარმოებთა თემატიკა კონკურსზე არ არის შეზღუდული, თქვენ მიერ გამოგზავნილი
ნაწარმოები შეიძლება იყოს სოციალური, იუმორისტული, ეკოლოგიური, სათავგადასავლო,
ფანტასტიკური, სასიყვარულო ან სხვა ჟანრის.
კონკურსის მსვლელობა და გამარჯვებულების გამოვლენა
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - შესარჩევი ტური და გამარჯვებულების გამოვლენა.
- შემოსულ მასალს განიხილავს, გადაარჩევს და ჟიურისათვის გადასაცემ პაკეტს შექმნის
სპეციალური კომისია.
- გადამრჩევი კომისიისა და ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გასულთა სია გამოქვეყნდება "ალუბლობის" ვებგვერდზე და
გაზეთ "ახალ განათლებაში".
- კონკურსზე შემოსული საუკეთესო ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად „ალუბლობა 2009“.
კრებულში შესულ ნაწარმოებზე არ არის გათვალისწინებული ჰონორარი.
- კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
- გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე წიგნის "ალუბლობა 2009" პრეზენტაცია მოხდება
დაჯილდოების ცერემონიაზე.
მონაწილეებთან ურთიერთობა კონკურსის მსვლელობის პროცესში
- კონკურსის მსვლელობის პროცესში კონკურსის საინიციატივო ჯგუფი კატეგორიულ უარს
აცხადებს იქონიოს რაიმე სახის (სატელეფონო ან პირადი) ურთიერთობა კონკურსში
მონაწილეებთან, მათ მშობლებთან, სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან.
- დასკვნითი ღონისძიების გამართვის ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება
"ალუბლობის"
და "ელიტ ელექტრონიქსის"
ვებგვერდებზე, გაზეთ "ახალ განათლებაში" და მედიის სხვა საშუალებებით.
- 2009 წლის აპრილში დასაშვებია საინიციატივო ჯგუფისაგან ინფორმაციის მიღება
ტელეფონის საშუალებით.
როგორ გავგზავნოთ ნამუშევრები?
- ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ "ალუბლობის"
საფოსტო ან ელექტრონულ მისამართზე:
თბილისი, 0105, ორბელიანის ქ. #31, / New Art /,
info@alubloba.org.ge და alubloba@gmail.com
გაგზავნოთ ან მიიტანოთ წიგნის მაღაზიებში:
"პარნასი" - თბილისი, 0105, ლესელიძის ქ. #33,
"წიგნის სახლი" - თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზირი #31,
"სანტა ესპერანსა" - თბილისი, 0102, სანკტ-პეტერბურგის ქ. #12.
ასევე, ნამუშევრები შეგიძლიათ მიიტანოთ "ელიტ ელექტრონიქსისა" და "ელიტელის" ნებისმიერ მაღაზიაში რომელიმე მისამართზე:
"ელიტ
ელექტრონიქსისი":
თბილისი, ყაზბეგის #24 ვაჟა-ფშაველას #21;; ხიზანიშვილის #3; წერეთლის #27/3
აგლაძის #7ა; აღმაშენებლის #91; აღმაშენებლის #146; მარჯანიშვილის #19; ვეკუას #3;
წერეთლის #143; კერესელიძის #1; ქ. წამებულის #47; კახეთის გზატკეცილი #44;
გურამიშვილის 9; ლილოს ბაზრობა; ქ. წამებულის #91-ის მოპირდაპირე მხარე
ბათუმი, იმნაძის #6; აღმაშენებლის #50ა; ერას ქ. #91; გამსახურდიას #47;
ქუთაისი, რუსთაველის #95;
ჭავჭავაძის #78/88; ფარნავაზის #55;
ქობულეთი, აღმაშენებლის #112ბ;
გორი, გურამიშვილის #71;
თელავი, ალაზნის #3;
ხაშური, რუსთაველის #2;
ზესტაფონი, აღმაშენებლის #85;
ზუგდიდი, კ. გამსახურდიას #24;
სენაკი, რუსთაველის #166;
ფოთი, რუსთაველის რკალი #5;
რუსთავი, შარტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორია
კასპი, სტალინის #40ა;
წნორი, სტალინის #7;
ლაგოდეხი, ზაქათალის ქუჩა;
დედოფლისწყარო, რუსთაველის #19;
საჩხერე, კოსტავას #11ა;
ვანი, თავისუფლების #4;
ჭიათურა, ნინოშვილის #13;
მარნეული, 26 მაისის #21;
საგარეჯო, აღმაშენებლის #39.
"ელიტელი"
თბილისი, კოსტავას #23; ჯავახეთის #49;
თამარაშვილის #19; ვაჟა-ფშაველას #136; კინო საქართველო;
ბათუმი, რუსთაველის #41/45; ჭავჭავაძის #15; პუშკინის #132; ერას #66;
ქუთაისი, ჭავჭავაძის #2;
ხაშური, იმერეთის გზატკეცილი;
ქობულეთი, აღმაშენებლის #2;
ზუგდიდი, მეუნარგიას #2.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 29 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 987544; 899 260402
(11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე) კვირა დღის გარდა,
გისურვებთ წარმატებებს!
"ალუბლობა 2009" პრესრელიზი >>>
ახალი ამბები ››
ალუბლობა 2009 ტარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფულადი ჯილდოები, პრიზები, ჰონორარები, კონკურსის კრებულის გამოცემის თანხა
მთლიანად გაიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
20/12/2009
13.00 სთ.
თავისუფალი დასწრება
გამარჯვებულების და ნომინანტების საზეიმო დაჯილდოება, აგრეთვე ალუბლობის ახალი
კრებულის - "ალუბლობა 2009" პრეზენტაცია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #29, თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზი.
19/12/2009
12.30 - 16.30 სთ.
მასტერკლასები კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთათვის
/ ლექტორები: მანანა ბეგიაშვილი, ბუბა კუდავა /
14.30 ლანჩი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზი.